პორტალის მოხმარების წესები
ხ.დ.კ.
1. ბიზნესომბუდსმენი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევას..
2. პირი უფლებამოსილია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს, თუ განცხადებაში მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე.
3. პირს უფლება აქვს, ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილი ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს. პირის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით წარმომადგენლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
4. ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არსებითად არ განიხილოს განცხადება, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია განცხადებაში მითითებული დარღვევის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსწორების საშუალება, რომელიც გამოყენებული არ ყოფილა.
5. ბიზნესომბუდსმენი განცხადებას არ განიხილავს, თუ:
ა) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადების განხილვაზე;
ბ) განცხადება განმეორებით არის წარდგენილი, მის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება და არ არსებობს ახალი გარემოება/მტკიცებულება;
გ) განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი;
დ) განცხადება ანონიმურია ან განმცხადებელთან დაკავშირება შეუძლებელია;
ე) განმცხადებელმა ხარვეზი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.
6. განმცხადებელს მიეთითება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე და მის გამოსასწორებლად მიეცემა გონივრული ვადა, თუ:
ა) განცხადება (გარდა ელექტრონული ფორმით წარდგენილისა) ხელმოუწერელია;
ბ) განცხადება წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) განცხადებიდან ვერ ირკვევა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი ან/და მოთხოვნის არსი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს და მიყვეთ შემდეგ ინსტრუქციებს:
1. თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, და აირჩიოთ პაროლი (თქვენი კომპანიის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად). მას შემდეგ, რაც დააჭერთ ღილაკს გაგზავნა , თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით კონფიდენციალობის განცხადება .
2. თქვენი დროის სარტყელის და ენის შესაცვლელად თქვენ უნდა დააჭიროთ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ კომპანიის დასახელებას. დააჭირეთ პარამეტრების მენიუს, საიდანაც თქვენ შეძლებთ პაროლის, დროის სარტყელის და ენის ცვლილებას.
ახალი განცხადების შესაქმნელად, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ პორტალზე. მოთხოვნილი ინფორმაციის შევსების შემდგომ, გადამისამართდებით პირად გვერდზე, საიდანაც შეძლებთ განცხადების დარეგისტრირებას მენიუდან: "ახალი " .
თქვენი კომპანიის მიერ გაგზავნილი განცხადებები მოთავსებულია გვერდის: პირადი გვერდი, ქვეშ მოთავსებულ განცხადებები. სექციაში: გაზავნილი განცხადებები. გაგზავნილი განცხადებების სანახავად, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ სისტემაში, თქვენს პირად გვერდზე.
პაროლის შეცვლა შესაძლებელია მენიუში: პარამეტრები, რომელიც ხელმისაწვდომია ზედა მარჯვენა კუთხეში, მომხმარებლის სახელის გამოძახების შემდგომ.
დახარვეზებული განხადება არის ომბუდსმენის ოფისის თხოვნა, განაახლოთ თქვენი განცხადება, რადგან იგი არ არის სრულყოფილი. დახარვეზებული განცხადებების სანახავად ეწვიეთ მენიუს: პირადი გვერდი, ქვეშ, განცხადებები სექციაში: დახარვეზებული განცხადებები. თუ განცხადება ჩანს დახარვეზებული განცხადებების მენიუში, თქვენ უნდა გახსნათ არსებული განცხადება და დაარედაქტიროთ მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად. განახლების შემდეგ, განცხადება დაბრუნდება გაზავნილი განცხადებები სექციაში.
ბიზნეს ომბუდსმენის ოფისთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი საშუალებით:
1. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, ან გამოაგზავნოთ ელ. ფოსტა. საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია გვერდზე: დაგვიკავშირდით
2. შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკითხვის დასმა ფუნქციონალი, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ საიტის გვერდის: პირადი გვერდი, ქვეშ მოთავსებულ დაგვიკავშირდით სექციაში: შეკითხვის დასმა. შეკითხვების ფორმა შეგიძიათ გამოიყენოთ ომბუდსმენის ოფისსისთვის განცხადებასთან დაკავშირებული შეკითხვების დასასმელად. თქვენი ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა წინასწარ იქნება შევსებული რედაქტირების საშუალებით. შეკითხვის დასმა ბრძანების გამოყენებით, თქვენ უნდა შეავსოთ საგანი, შეკითხვის აღწერა და დააჭიროთ გაგზავნა ღილაკს. ჩვენ მივიღებთ თქვენს შეკითხვას და დაგიკავშირებით.
შენიშვნა: შეკითხვის დასმის ფუნქციონალის გამოსაყენებლად თქვენ უნდა იმყოფებოდეთ სისტემაში თქვენი ანგარიშით.
თქვენი კომპანიის პროფილის რედაქტირება შესაძლებელია მენიუდან: პროფილის რედაქტირება , რომელიც განთავსებულია თქვენს პირად გვერდზე.