განცხადება

გაცნობებთ, რომ პორტალზე თქვენს მიერ ატვირთული/განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენისთვის, მისი მოადგილისთვის და ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია დაიცვას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა. ამავე კანონით, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ასევე ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე და ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე.

შესაბამისად, თქვენს შესახებ პორტალზე ატვირთული/განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი კონფიდენციალურია და იგი არ გასაჯაროვდება თქვენი თანხმობის გარეშე.